ნიკოტინი არის ნივთიერება, რომელიც ართულებს სიგარეტის მოწევის თავის დანებებას, ამასთან, ნიკოტინი ხელს უწყობს ნერვების ბლოკირებას და კუნთოვანი ქსოვილის სათანადოდ ფუნქციონირებას. თამბაქო გამოიმუშავებს ნიკოტინს, რომელიც გაახშირებს თქვენს პულსაციას, სისხლის წნევას და გაზრდის თქვენი ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
იმის მიუხედავად, რომ მეცნიერები და ექიმები მოსახლეობას მუდმივად აფრთხილებენ მწეველებს შესაძლო სავალალო შედეგებზე, ადამიანებს მოწევაზე უარის თქმა მაინც უჭირთ. მათი ნაწილი სიგარეტის მოწევას თამბაქოს ფოთლების დაღეჭვით ანაცვლებს, რომელიც ნაკლებად საზიანოა, თუმცა ნიკოტინი ორგანიზმს ამ შემთხვევაშიც მიეწოდება.
არსებობს საკვები, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნას.
ბროკოლი
ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით B5, C, B ვიტამინებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმში უამრავი მნიშვნელოვანი პროცესის დარეგულირებას უწყობს ხელს. ბროკოლის ჭამისას შეავსებთ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობას, C ვიტამინი მოგიწესრიგებთ მეტაბოლიზმს და ფილტვებს წმენდს ტოქსინებისგან.
ფორთოხალი, ლიმონი
ფორთოხალი და ლიმონი ორგანიზმისთვის საჭირო ციტრუსია. ნიკოტინი ამცირებს ორგანიზმში C ვიტამინის დონეს, ფორთოხალი და ლიმონი კი ამ ვიტამინით ორგანიზმს ავსებს.
ისპანახი
ისპანახი შეიცავს ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ B9-ს, რაც ნიკოტინის დონეს ორგანიზმში მნიშვნელოვნად ამცირებს.
კოჭა
კოჭას შეუძლია აგარიდოთ თავიდან ბევრი უსიამოვნო სიმპტომი, რასაც მოწევა და ნიკოტინი იწვევს. უმი კოჭას მიღება კი სიგარეტის მოწევის სურვილს შეგიმცირებთ, დაგეხმარებათ წონის დაკლებასა და სისხლს ტოქსინებისგან გაგიწმენდთ.
ბროწეული
მოწევა ახშირებს პულსაციას, სისხლის წნევას და ზრდის სისხლში ოქსიგენის დონეს. ცირკულაციის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება, თუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ბროწეულს.