LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალო, გილოცავ, ჩვენ ეს შევძელით“ – ზარქუა სამადაშვილს

493
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„სწორია! ეს ხელმოცარულები ასე უნდა იყვნენ ცალკე რაღაცა პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ. მათი ადგილი არა საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზეა,“ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, თუ „რას ნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების აღნიშვნას ცალკე გეგმავენ“.

ზარქუას განცხადებით, „ხელმოცარულმა ოპოზიციონერებმა“ ბევრი იშრომეს, რომ ეს დღე არ დამდგარიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

„სწორია! დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი დაემთხვა. ერთი – ვზეიმობთ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მონიჭების დღეს, მეორე კი ნაძვის ხის ანთება, საახალწლო განწყობა, ხოლო ეს ხელმოცარულები ასე უნდა იყვნენ ცალკე, რაღაცა პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ.

იმათი ადგილი არის სწორედ მანდ, არა რუსთაველზე, არა საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზე, ასე ცალკე და სწორიც არის.

მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს – სალო, გილოცავ, ჩვენ ეს შევძელით.

მიუხედავად შენი მცდელობისა, რომ ბრიუსელში წინააღმდეგ გამოდიოდი და ამბობდი, რომ არ მიანიჭოთ ახლა საქართველოს, იმიტომ, რომ შემდეგ „ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებზე რთული იქნებაო. არ გამოგივიდა. სალო, გილოცავ, ჩემი კარგო და ყველა დანარჩენ შენსავით ხელმოცარულებს“, – განაცხადა ზარქუამ.

სალომე სამადაშვილი: „ამ გოიმმა რუსებმა პარლამენტის დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები, „ხალხის ძალასაც“ დაუდგეს“

ვიდეო: „How Are You My Dear Friends?“ – გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებს

პოპულარულები