მომღერალი სალომე ჩიტაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ახლად შეძენილი პატარას შესახებ საუბრობს. მისი ვაჟი ახლახან ერთი თვის გახდა. მაკა ზამბახიძის ქალიშვილი ამბობს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის გაჩენაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
სალომე ჩიტაძე:
„ახლა ბენდთან ერთად დავიწყე მუშაობა და რომ ვცდილდები, ძალიან მენატრება,ე რთი სული მაქვს, სახლში დავბრუნდე და ჩავეხუტო. სულ მიკვირს, ვინც ამბობს, ადრეულ ასაკში დედობა ვერ შევიგრძენიო. მინდა, ამ ადამიანებს თვალებში ჩავხედო და ვკითხო, რატომ ამბობენ ასე… ვერასდროს გავუგებ მათ. ამ ბავშვმა ჩემი და ირაკლის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. რა შუაშია ასაკი, მთავარი ის ბედნიერებაა, რასაც ახლა ჩვენ განვიცდით. ირაკლი მიქაელს დილის მადლსა და პოზიტივს ეძახის. ბავშვის დაბადების შემდეგ სამყარომ თითქოს ფერები შეიცვალა…“