LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ფაჟავა ქართულ ტელევიზიებს საყვედურობს: “ჩემს ოქროს მედალზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ…”

8207
13434813_1603548023308095_2215590813844360608_n
მხატვრულ ტანვარჯიშში კიევის გრანპრიზე ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი მოიპოვა. სალომე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისი დიდი წარმატება ქართულ ტელევიზიებს არ გაუშუქებიათ.
გთავაზობთ სპორტსმენის სტატუსს:
კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ? #rustavi2 #tvimedi #1tv #tvpirveli

 

https://www.facebook.com/sali.pazhava/posts/2200249303637961

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები