განათლების სისტემაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შესახებ ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს მოდელი და ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი.
„სკოლაში წასვლა ჩემს შვილებს ძალიან უხარიათ… ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დისტანციურმა სწავლებამ ჩემს შვილებზე კაგრად იმოქმედა. სწავლების ხარისხი დაეცა, რადგაბ გაკვეთილებზე დასწრებას სულ სხვა შედეგი მოაქვს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბავშვები მოშვებულები და გაზარმაცებულები არიან. ყოველთვის ვცდილობ, აქტიურობა შეინარჩუნონ, სასეირნოდაც ყოველდღე დამყავს, მაგრამ ონლაინსწავლების გამო სულ კომპიუტერთან სხედან. ამიტომ, როგორმე ბავშვებიც უნდა მოერგონ შექმნილ სიტუაციას. ამ რეგულაციების დაცვა რთული არ არის. ეს მხოლოდ ადამიანების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული…“
