LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი ნიცაში განცდილ სტრესსა და ბიონსეს კონცერტზე…

246

სალომე გოგიაშვილი შვილებთან და მეუღლესთან ერთად ნიცაში სწორედ იმ დღეს ჩავიდა, როდესაც იქ ტერაქტი მოხდა. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, ყველაფერი კარგად არის და გადავრჩითო. საფრანგეთში იყო თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას და არ იცოდნენ, უკან როგორ დაბრუნდებოდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი დასრულდა და სალომე მალე თბილისში დაბრუნდება, მანამდე კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. ერთი კარგი რამ, რაც ამ მოგზაურობისას მოხდა, ისაა, რომ სალომე, შვილებთან ერთად, ბიონსეს დიდი ხნის ნანატრ კონცერტს დაესწრო.

სალომე:

13820424_10208698875322364_427571088_nდიდი ხნით ადრე დავგეგმეთ ნიცაში გამომგზავრება. გავუკეთეთ სიურპრიზი მაშოს, რომელსაც ძალიან უყვარს ბიონსე და შევიძინეთ ბილეთები მის კონცერტზე, რომელიც მილანში იმართებოდა. თან, დასვენება დავგეგმეთ და მე და ჩემი მეუღლე, ბავშვებთან ერთად ნიცაში გამოვემგზავრეთ.  თურქეთში ჩაფრენისას გავიგეთ, რომ ნიცაში ტერაქტი მოხდა. როგორ ვინერვიულეთ, ამას უკვე აღარ მოვყვები, უბრალოდ, როცა ნიცაში ჩამოფვრინდით, სიტუაცია უკვე მშვიდი იყო. აეროპორტში არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.

რაც შეეხება ნიცას, ფანტასტიკური ადგილია და კარგად ვისვენებთ. პირველი ორი დღე დაძაბულობა შედარებით უფრო იგრძნობოდა. გარეთ ხალხი თითქმის არ დადიოდა. სანაპიროებიც დაკეტილი იყო. ჩვენც რესტორნებში სიარულს ვერიდებოდით და ძირითადად, სასტუმროში გავატარეთ ის ორი დღე. შემდეგ უკვე შეიცვალა სიტუაცია და ჩვენც უფრო თავისუფლად დავიწყეთ გარეთ გამოსვლა. თანაც, დამნაშავეები დააკავეს. თუმცა შემდეგ შევიტყვეთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო… ვფიქრობდით იმას, სად წავსულიყავით. ღმერთის წყალობით, ყველაფერი დალაგდა.

ბიონსეს კონცერტზე მაინც გადაწყვიტეთ წასვლა?

13823154_10208698875362365_23929468_nბიონსეს კონცერტს რაც შეეხება, გეგმები არ შევცვალეთ და მე, მაშო და ციბუ გავემგზავრეთ მილანში, სადაც კონცერტი იმართებოდა. მაშოს ემოციაზე ვიტყვი – ისე ძალიან უყვარს ეს შემსრულებელი, რომ მთელი კონცერტი ცხარე ცრემლებით ტიროდა, მე მისი შემხედვარეს მომდიოდა ცრემლები. იტალიელები სითბოთი გამოირჩევიან და რომ დაინახეს ემოციები, მთელი რიგი ჩვენ გვგულშემატკივრობდა. ბიონსეს შოუს სანახაობაზე, ხმის ტემბრსა და ვოკალზე აღარ ვსაუბრობ, ეს უბრალოდ, უნდა ნახოთ!..

ახლა ისევ დავბრუნდით ნიცაში, კიდევ რამდენიმე დღე აქ დავისვენებთ და შემდეგ თბილისში დავბრუნდებით.

ახლა როგორი მდგომარეობაა?

მშვენიერი, სიმშვიდე და სიწყნარეა. მომხდარზე არავინ საუბრობს, იმავე ტემპით გრძელდება ცხოვრება, ყველაფერი გახსნილია და მუშაობს. თუ არ იცი, რა მოხდა, ვერც მიხვდები…

ალბათ, ასეთი სტრესის მერე საზღვარგარეთ კაი ხანს აღარ მოგინდება გამგზავრება…

სტრესი გამოვიარეთ, მაგრამ უარს მოგზაურობაზე არ ვიტყვი. რაც გიწერია, არ აგცდება. ახლა ბავშვებთან ერთად წამოვედით, შემდეგ კი მე და ჩემს ქმარს დაგეგმილი გვაქვს მეასე თაფლობის თვე, უფრო იტალიაში, რადგან საფრანგეთი კარგია, მაგრამ იტალია უფრო მეტად გვიყვარს (იღიმის).

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები