სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ „რუსთავი 2“-ზე ახალი გადაცემის პირველ ჩაწერას იხსენებს და ჰყვება, რატომ წაუვიდა გული გადაღებებზე:
„მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია, გადაცემა არ წამიყვანია, ეკრანზე მაინც ხშირად ვჩანდი. თითქმის ყველა რეიტინგულ გადაცემას ვსტუმრობდი, ამიტომ ეკრანის დეფიციტს არ განვიცდიდი, მაგრამ როცა დავდექი სტუდიაში, ისე ვინერვიულე, მეგონა, გული გამიჩერდებოდა. მაინც სულ სხვა ემოცია და პასუხისმგებლობაა, როცა შენი გადაცემა მიგყავს.
ბევრს ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ ყველა გამადიდებელი შუშით მაკვირდება. მინდა, რეიტინგული გადაცემა გამოვიდეს. ვიცი, რომ პირველ გადაცემაზე ბევრ შენიშვნას მივიღებ, რადგან მე თავად არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. პირველი გადაცემის ჩაწერის წინა დღეს ისეთი საშინელი ვირუსი დამემართა, რომ გადაღებაზე შემიტანეს და გამომიტანეს. მთელი გული თავს მედგა, რომ ჩაწერისთვის გამეძლო და გული არ წამსვლოდა. ორჯერ ტკივილისგან და ცუდად ყოფნისგან გული მაინც წამივიდა, მაგრამ არ ვიცი, რა ძალებით, მაინც შევძელი გადაცემის ჩაწერა…“
