LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კენჭიაშვილი: „არასდროს არსად არ და ვერ წავალ. ეს არის ის ადგილი, სადაც გავჩნდი, გავიზარდე და ყველა ემოცია ამ ქვეყანას უკავშირდება!..“

214
სალომე კენჭიაშვილი

სალომე კენჭიაშვილი OK!-ის აპრილის ნომერში გადაიღეს და მასთან ინტერვიუც ჩაწერეს.

გოგონა აქციიდან, რომელიც წყლის ჭავლს „შეებრძოლა“, ყველამ გაიცნო…

სალომე სპორტსმენია, თუმცა აღმოჩნდა, რომ კულინარობაზე ოცნებობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

სალომე, რატომ ტაეკვანდო?

აი, ყველა ბავშვს ხომ აქვს სურვილი, ჩაკეტილ ოთახში შეაღწიოს და ნახოს, იქ რა ხდება. ზუსტად ასეთი იყო ერთი ოთახი ჩემს სკოლაში, სადაც შესვლა სულ მაინტერესებდა. ერთ დღესაც კარი ღია დამხვდა და ასე დაიწყო სპორტის ამ სახეობასთან ჩემი დაახლოება. ვერც კი წარმომედგინა, თუ საქართველოს ორგზის ჩემპიონი გავხდებოდი და ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებდი მზადებას. მაგრამ ვირწმუნე, რომ თუკი მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელი ხდება.

ჯერ მხოლოდ 16 წლის ხარ და პროფესიის არჩევის დროს სად წარმოგიდგენია შენი თავი?

სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება. ძალიან მინდა კულინარიის მიმართულებით განვვითარდე – მაინტერესებს ეს სფერო და კარგადაც ვამზადებ. ალბათ, უფრო პროფესიონალურად შევისწავლი ამ საქმეს მომავალში…

რომ გკითხო, რა არის შენთვის სამშობლო-მეთქი, რას მიპასუხებ?

არასდროს არსად არ და ვერ წავალ. ეს არის ის ადგილი, სადაც გავჩნდი, გავიზარდე და ყველა ემოცია ამ ქვეყანას უკავშირდება.

ფოტო: ჟურნალი OK, მაკა მეგრელიძე

„წყლის ჭავლთან მოთამაშე გოგონა“ – სალომე კენჭიაშვილი ბუდაპეშტის საზაფხულო სკოლაში 2 კვირით გაემგზავრება

“ერთ მომენტში უკან გავიხედე, არ მეგონა თუ იქ მარტო ვიდექი.. ჩემთვის არ იყო საშიში, ცოტა გავერთე კიდევაც..” – ვინ არის წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები