LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილი ჯორჯ მაიკლისა და მაიკლ ჯეკსონის ბასისტთან ერთად იმუშავებს

321

სალომე კორკოტაშვილის კარიერაში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. 25 სექტემბერს მომღერალი კვლავ აშშ-ში მიფრინავს. მან შეთავაზება მიიღო  ერთ-ერთი ხმის ჩამწერი სტუდიისგან, რომელსაც Dark Horse recording studio ჰქვია.

ქართველი შემსრულებელი ნეშვილში გაემგზავრება, სადაც ზემოხსენებული სტუდია მდებარეობს, შემდეგ კი ჰიუსტონში გადაინაცვლებს, კიდევ ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში Wire road studios, სადაც რამდენიმე სიმღერას ჩაწერს, აკომპანემენტს კი, სხვა მუსიკოსებთან ერთად გაუწევს Deon Estus, რომელიც ჯორჯ მაიკლის ბასისტი გახლავთ და ასევ ეუკრავდა მაიკლ ჯეკსონთანაც.

ამ ჩაწერების შემდეგ სალომე ნიუ იორკში მიემგზავრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g