LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი – საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების სურვილი გამოთქვეს

110
7

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების სურვილი გამოთქვეს.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შესაბამის ნებართვას ელოდებიან.

„ისინი ელოდებიან შესაბამის ნებართვას. ამიტომ არ გავასაჯაროებ მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ თუ ისინი მიიღებენ შესაბამის თანხმობას იუსტიციის მინისტრისგან, აპირებენ, რომ მოინახულონ სააკაშვილი ციხეში. მეც ვაპირებ პარასკევს, რომ სააკაშვილი მოვინახულო.

სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ეს იყო ნათქვამი ძალიან ცხადად ყველა საერთაშორისო განცხადებაში, რომელიც გაკეთდა. „ქართული ოცნების“ ადგილზე ჩავთვლიდი, რომ დღეს მათ ინტერესებში არის, მიეცეს შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მოინახულონ სააკაშვილი საპატიმროში“,- განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები