„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-14 სეზონი 27 იანვარს დასრულდა. ფინალურმა სერიამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. შეურიგდება თუ არა ზაზა ცოლს, რომელმაც უღალატა, ამას მე-15 სეზონზე გავიგებთ, რომელიც სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება.
მანამდე კი სერიალის ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟი სალომე შარვაძე, იგივე ქეთი “ფეისბუქზე” ჩემი ცოლის დაქალების გადაღებებიდან ფოტოს ტვირთავს.

ფოტოს სოციალურ ქსელში უკვე არაერთი გამოხმაურება მოყვა:
“ეს ფოტო არაფერს ნიშნავს,ეგება სასამართლოზე მიდიან ერთად?ეს კადრს მიღმა ფოტო იქნება”
“როდის იწყებთ?უკვე ძალიან მოგვენატრეთ(”
‘“ჩემი ვისი დაქალები”?
“როდის იწყებთ”
” ანუ ეს თუ ახალი სეზონის არის ურიგდება ზაზას და იმიდი ფარმაცევტ ნინოზე აღარ გვაქ”
“მაგრები ხართ !როდის იწყება შემდეგი სეზონი ვეგარ ვითმენ”
“ისეთი სახე გაქვს სალო რაღაც ძაან სასაცილო თქვი და ბიჭორა გადაბჟირდა”- წერენ ფბ მომხმარებლები.
