საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს. რა ფორმატით გაიმართება ღონისძიება და რა საკითხებზე ისაუბრებს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან, ჯერ უცნობია.
ელჩები ორბელიანების სასახლეში შეიკრიბნენ. სტუმრებს შორის არის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ღონისძიების დაწყებამდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებიათ.