LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილი ერთობა“ – გიგი უგულავა

171
2025-06-30_01-32-48_337221

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

„სალომე ზურაბიშვილი ერთობა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა.

„რეჟიმი ვერ იმარჯვებს – ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველას აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე სწორედ ერთია – ეს არის ერთობა, სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g