რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აქვეყნებს.
„გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!, – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.
ცნობისათვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები.
სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ჟურნალისტი ბექა ყორშია დააკავეს