1-ელ სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.
გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს – რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება ბილწია და ამ სიბილწესთანაა ნაზიარები აქტივობები, რომელსაც ახორციელებს პრეზიდენტი
მამუკა მდინარაძე: სწორია სტატუსი რომ არ მოგვცესო – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი! ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტი უხეშად, უდავოდ და მიზანმიმართულად არღვევს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას
კობახიძე: ვერ მივცემთ თანხმობას იმ კამპანიაზე, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს – სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ
„არა უშავს, ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ვიზიტები არ დააზიანებს საქართველოს“ – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე