„სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე“, – ასე ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აქვს პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა, მიზეზებზე საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს პარლამენტში ქვეყნის ევროინტეგრაციის საზიანო მოხსენება ჰქონდა.
„ჩვენ ყველას გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პარლამენტში, პარლამენტს გარეთ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, არც წელს იმსახურებს და მას სურს ამ თემასთან დაკავშირებით ვიზიტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მას უნდა ეთქვას უარი.
„არა უშავს, ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ვიზიტები არ დააზიანებს საქართველოს“ – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე
„ზურაბიშვილს ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს კი არა, სხვების დღის წესრიგით მოქმედებს“
ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივცემთ თანხმობას იმ კამპანიაზე, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი. მთავრობამ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე. ძალიან მარტივადაა აქ საკითხი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას: პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი დღეს, 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე
გუშინ, 30 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა.