საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა ევროპის ქვეყნებში ვიზიტზე, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე
„ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არაუშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე.
პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა“, – წერს ნინო ლომჯარია.
ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ -…
Posted by Nino Lomjaria on Wednesday, 30 August 2023