LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ

160
სალომე ზურაბიშვილი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ პარიზში, ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები