პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ქალთა მარშის მონაწილეებთან გავიდა და მათ მიესალმა.
პრეზიდენტმა სასახლესთან მცირე კომენტარიც გააკეთა.
„ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში და ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისა და თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ქალთა მარშის მონაწილეებმა ორბელიანების მოედანზე ფილარმონიიდან მსვლელობით გადაინაცვლეს.
ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ორბელიანების სასახლესთან სკანდირებდნენ: „სალომე, სალომე”, რის შემდეგაც პრეზიდენტი მათთან შესახვედრად გამოვიდა.