LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცავებს ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიებისკენ მოუწოდებს

download (1)

„პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს” – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს.

“მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

magti 5g