„ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი, საზოგადოების და არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძე 26 მაისის ღონისძიებების ლოკაციაზე: „რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია… შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება“
„ხელისუფლება ვართ და რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე რადიკალებს“ – თქვა კახა კალაძემ.
ზურაბიშვილის განცხადებით, ის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დაგეგმვას აპირებს:
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი, საზოგადოების და არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველას ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე, ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების წარმომადგენლები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა – დოკუმენტის თანახმად, ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება
ფიცის დადების ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება
🔴 ბრიფინგი
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025