პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა.
ცნობისთვის, უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო.
ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც მას 5 დღიანი ვადა აქვს.