საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობებით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.
შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.