LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა სჯობს ლობიო ჭამოს, ვიდრე რაღაც ინიციატივებით გამოვიდეს-გიორგი ვაშაძე

244
გიორგი-ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ შეწყალების წესში ცვლილება ნიშნავს, რომ პრეზიდენტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც, მისი შეფასებით, სამარცხვინოა.

აქციის დროს პრეზიდენტი სალობიეში იყო

სულ ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი სალობიე “ბიადან” პოლიციამ გაიყვანა. მანამდე სალობიესთან აქციის მონაწილეები მივიდნენ და სალომე ზურაბიშვილის იქ ყოფნა გააპროტესტეს. სალობიესთან ისმოდა სტვენა და შეძახილები “მონა”. პრეზიდენტმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა. ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი სალობიეში იყო, თბილისში აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლად დატოვებას […]

სალომე ზურაბიშვილმა სჯობს ლობიო ჭამოს, ვიდრე რაღაც ინიციატივებით გამოვიდეს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თვითონ არის ქმედუუნარო, პრეზიდენტის ფუნქციას ვერ ასრულებს და რაღაცები უნდა შეიზღუდოს მის ფუნქციაში. ეს არის სამარცხვინო და ამას სჯობს დაწეროს განცხადება და გადადგეს, წავიდეს სახლში”, – განაცხადა ვაშაძემ.

რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა.

პრეზიდენტი ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტი შეწყალების უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც საგრძნობლად შეამცირებს შეწყალების აქტების რაოდენობას.

ამავე განცხადებით, შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და დარგის სპეციალისტებთან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g