LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი შეწყალების უფლებას განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენებს

103
244611670

რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა.

უწყების განმარტებით, მუშაობის პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან კონსულტაციები გაიარეს. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ საქმეებში გამოიყენებს, ეს კი შეწყალების აქტების რაოდენობას საკმაოდ შეამცირებს.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს

შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი 6 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრებს.

„2021 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.
შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.
შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.
შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან.
შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება“ – წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩემი უსაყვარლესი მაზლის მკვლელიც შეუწყალებია პრეზიდენტს…

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალების გამო კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ქვეყნის პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი 18 სექტემბერს გამოაცხადა. მისი განმარტებით, შეწყალების წესები დახვეწას საჭიროებდა.

mazda magti 5g