საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა.
გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
ცნობისთვის, გიორგი შანიძე სამართალდამცავებმა 9 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. შანიძეს მოგვიანებით ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.