LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“ – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

150
2024-11-18_22-37-28_766887

სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება, ახალ არჩევნებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნება – „არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები“.

„გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასი ათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონ შვიდასი ათასი, რიგები უბნებზე კი – მოჩვენებითი.

აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა.

აი, ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი, მოკლედ… ყველანი კარვებში!!!

მოთხოვნას რაც შეეხება – სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“, – წერს მამუკა მდინარაძე.

სალომე ზურაბიშვილი: „განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა… ეკონომიკური კრიზისი კარზე გვიდგას, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g