ესპანური ბარ-რესტორანი Bcn Hispania სტუმრებს ყოველ პარასკევს Salsa party-ზე იწვევს. როგორც რესტორნის დამფუძნებელმა შორენა ჯანიაშვილმა „ფორტუნა პლუსს“ განუცხადა, ბარ-რესტორანში მისულ სტუმრებს Salsa-ს ცეკვას შეასწავლიან.
„ეს არის სიახლე და ასეთი საღამოები ყოველ პარასკევს მოეწყობა. შაბათობით კი, ჩვენთან მოსული სტუმრების ამაღლებულ და პოზიტიურ განწყობაზე „ფლამენკოს“ მუსიკოსები იზრუნებენ, გიტარითა და ცოცხალი შესრულებით“, – აღნიშნა ჯანიაშვილმა.
ესპანური რესტორანი Bcn Hispania მომხმარებელს ქართულ-ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. რესტორნის დამფუძნებლის თქმით, მისულ სტუმრებს შორის, ესპანური კერძებიდან დიდი პოპულარობით „ხამონი“ და „პაია“ სარგებლობს, სასმელებიდან კი Bcn Hispania-ს მიერ სხვადასხვა ვარიაციებით შეთავაზებული ჯინ-ტონიკი.
„ჩვენს რესტორანში გაშლილი სივრცეა, კედლები არ არსებობს. ვცდილობთ, სტუმრებისთვის მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გარემო შევქმნათ და, რაც მთავარია, მათ უგემრიელესი კერძებით ვუმასპინძლდებით“, – განაცხადა შორენა ჯანიაშვილმა.
ესპანური ბარ-რესტორანი Bcn Hispania სამღებროს ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 10 საათიდან ბოლო სტუმრის წასვლამდე მუშაობს.