LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამ-ნახევარი ველური რუსეთუმე შეკრიბეს 100 000 ქართველის პასუხად“, „ეგ ბანდერლოგები „ქოცები“ არიან“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა „ალტ-ინფოს“ მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას

302
Untitled design (3)

ძალადობრივი დაჯგუფება – „ალტ-ინფოს“ წევრები და მხარდამჭერები პარლამენტთან აქციას მართავენ.

ცოტა ხნის წინ, მათ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და ადგილზე დაწვეს.

აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ 3 მოთხოვნა აქვთ: ჩატარდეს რეფერენდუმი; „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი“; გაათავისუფლონ 5 ივლისს დაკავებულები და ასევე დაისაჯონ ისინი, ვინც, მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა“.

მომხდარი ფაქტის ამსახველ კადრებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეხმიანებიან და მოუწოდებენ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს – საჭირო ზომები მიიღოს. 

სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს:

„კახა კუჭავას ინიციატივით 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კანონში ცვლილების ინიციატორები ოპოზიციიდან დეპუტატებიც ვიყავით, რითაც სახელმწიფო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშის შებღალვა ადმინისტრაციული წესით ჯარიმას ითვალისწინებს.

მოვუწოდებ შსს-ს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად ისევე, როგორც მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან, მიჰბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავისი ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!“ – წერს თეონა აქუბარდია.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს

„ალტ-ინფოს“ ძალადობრივი დაჯგუფება თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციას მართავენ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დემონსტაციას მართავენ. 

ოპოზიციური პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის თქმით, „პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“.

„ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი – „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“.

„ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა“, – წერს კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმიანება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

„ხელისუფლების ძალადობრივმა ჯგუფებმა ხელისუფლების წახალისებითა და მონაწილეობით დღეს პარლამენტის წინ ჩამოაგდეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, რაც პირდაპირი და ღია განაცხადია, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირი. მათ საქართველო და მისი მოქალაქეები რუსული ჭაობისთვის გაწირეს.

ისინი, ვინც ჩამოაგდებენ და დაწვავენ ევროკავშირის დროშას, შესაძლებლობას თუ მივცემთ, სიამოვნებით ხელმეორედ აღმართავენ რუსულ დროშას თბილისის თავზე.

წილი ნაყარია, ან ხარ საქართველოს თავისუფლების, მისი ევროპული მომავლის მხარეს, ან დგახარ საქართველოს სრული ოკუპაციისა და მტრის მხარეს. საქართველო არასდროს გახდება რუსეთი! ახლა დუმილი დანაშაულია!

ახლა არ არის პოლიტიკურ განსხვავებებზე საუბრის დრო! ახლა ერთიანობის, საქართველოს გადარჩენის და მოქმედების დროა!

ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვგმობთ და მოვითხოვთ, სასწრაფოდ ყველა იმ პირის, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო და დაწვა, იდენტიფიცირებას და კანონის შესაბამისად დასჯას“, – წერია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მიმდინარე აქციას და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას ეხმიანება მწერალი ტორესა მოსიც:

„სამ-ნახევარი ველური რუსეთუმე შეკრიბეს 100 000 ქართველის პასუხად“, – წერს ტორესა მოსი.

ტელეკომპანია „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:

„მეგობრებო – ეგ ბანდერლოგები არიან „ქოცები“. „ორკები“, მაგრამ „ქოცები“.

რაც მალე შევწყვეტთ მოქალაქეების დაბნევას, თითქოს სუსისგან და ივანიშვილისგან დამოუკიდებელი ჯგუფია, მით ნაკლებ ვიქტორ ყიფიანს გვაჭმევენ და მით მალე გავბრწყინდებით“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

მეგობრებო – ეგ ბანდერლოგები არიან ქოცები.

ორკები, მაგრამ ქოცები.

რაც მალე შევწყვეტთ მოქალაქეების დაბნევას, თითქოს…

Posted by Tamara Chergoleishvili on Tuesday, March 14, 2023

 

ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი:

ემიგრანტი ცოლის მიერ გამოგზავნილი ფულით, ევროპის დროშის დასაწვავად რომ წახვალ…

კი ხარ ღირსი, აღარც ფული გამოგიგზავნოს და აღარც იმ მოხუცის გამონაცვალი ბოტასები!“, – წერს მაქარაშვილი.

 

ემიგრანტი ცოლის მიერ გამოგზავნილი ფულით, ევროპის დროშის დასაწვავად რომ წახვალ…
კი ხარ ღირსი, აღარც ფული გამოგიგზავნოს და აღარც იმ მოხუცის გამონაცვალი ბოტასები!

Posted by გიგა მაქარაშვილი on Tuesday, March 14, 2023

 

ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე კი ევროკავშირის ოფისის ფონზე – საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„მაინც აქ იქნება ჩვენი დროშა და ჩვენც ევროპულ ოჯახში შევალთ, რადგან ეს ჩვენი შვილების არჩევანია.

 

მაინც აქ იქნება ჩვენი დროშა და ჩვენც ევროპულ ოჯახში შევალთ, რადგან ეს ჩვენი შვილების არჩევანია????????????????

Posted by Tamara Nutsubidze on Tuesday, March 14, 2023

 

რუსთაველის გამზირზე მომხდარი ფაქტის შემდეგ, რა დროსაც ძალადობრივმა დაჯგუფებამ – „ალტ-ინფომ“ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დაწვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

იხილეთ ვრცლად:

შსს: „მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება“

magti 5g