LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: „მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება“

156
ალტ-ინფო

რუსთაველის გამზირზე მომხდარი ფაქტის შემდეგ, რა დროსაც ძალადობრივმა დაჯგუფებამ – „ალტ-ინფომ“ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დაწვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება აცხადებს, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

„სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.“ – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g