LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: ყოფილი პრეზიდენტის დაღუპვა საქართველოს ციხეში ეროვნული სირცხვილი იქნება, იყო თუ არა მისი ჩამოსვლა შეცდომა? კი, იყო

42
Untitled design (3)

„პარტია“ ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გართულებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი სასჯელის გადავადება და მისი უცხოეთში გადაყვანაა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილის დაღუპვა საქართველოს ციხეში ეროვნული სირცხვილი იქნება:

„მსურს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

1. მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს სირცხვილია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილის პირას მიყვანა საპატიმროში. ყველა მისი შეცდომის მიუხედავად და მასთან ჩემი პოლიტიკური განსხვავებებისა, თანამედროვეობის ბოროტების სიმბოლოდ და კაცობრიობის მტრად გადაქცეულ ვლადიმერ პუტინს ის მიაჩნია პირად მტრად. მისი დაღუპვა საქართველოს ციხეში იქნება ეროვნული სირცხვილი.

2. ყოფილი პრეზიდენტი არ იღებს საკვებს და წამლებს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში, შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი. ეს იქნება ისეთი დარტყმა ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანაზე, რომელსაც მრავალი თაობა ვერ მოინელებს.

3. სასჯელის გადავადება და მისი სამკურნალოდ გადაყვანა უცხოეთში ერთადერთი გამოსავალია.

იყო თუ არა შეცდომა მისი ჩამოსვლა? კი, იყო, და რას ცვლის ეს? ახლა ის უნდა გადარჩეს“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

დღესვე, მიხეილ სააკაშვილის გართულებულ მდგომარეობაზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ. 

როგორც მან აღნიშნა, ექსპრეზიდენტს დახმარება დაუყოვნებლად სჭირდება:

„ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე ნადგურდება, ამას უყურებენ ექიმები და ყველა ის ადამიანი, ვისაც მასთან შეხება აქვს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ცუდის მანიშნებელია, მუდმივად აქვს მაღალი ტემპერატურა და წონას კარგავს ისეთი ტემპით, რომ ახსნა არ არსებობს.

დილასთან შედარებით, ვითარება ოდნავ დასტაბილურებულია, მაგრამ სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს, მას დაუყოვნებლივი დახმარება სჭირდება. თუ დახმარების ხელი არ გაუწოდეს, ხვალ და ზეგ უფრო რთული მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ „ვივა მედის” კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

კობახიძე: ერთ წელზე მეტია, ყოველდღე საუბრობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა, ხალხსაც მოაბეზრეს თავი

ვიდეო: ხელები და ფეხები აქვს გალურჯებული, რამდენიმე დღე ასე ვეღარ „გაქაჩავს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

„ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170“ – თემურ ჯანაშია სააკაშვილის მდგომარეობაზე

“ბოლო 2 წელი ვეღარ ვცნობდი, დაავადებული იყო ნოსტალგიით და არ შეეძლო რომ არ ჩამოსულიყო” – ალასანია სააკაშვილზე

 

magti 5g