ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა. ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.
პარტიის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო სამადაშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და არ ასახავდა „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო პოზიციას.
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს – სალომე სამადაშვილი
„ხაზს ვუსვამ, ეს არის მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება პოლიტსაბჭოს შუალედურ გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო იმსჯელებს“, – განაცხადა მინაშვილმა.
ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.
“საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა
ხელოვნური კრიზისი დასრულებულია: მდინარაძე
შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოვა