LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარშრუტო ტაქსებთან ხელშეკრულებების გადახედვა იგეგმება

86

ქალაქში არსებობს რამდენიმე სახის პრობლემა, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ განუცხადა.

ბენდელიანის თქმით, ასეთ პრობლემებს მიეკუთვნება საცობები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ინფრასტრუქტურა.

„კონკრეტულად ერთი სამუშაოს დასახელება გამიჭირდება. ჩემი ძირითადი მიმართულება მთავრობის დამტკიცების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი, თუმცა, წეღანაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ მთავარი არის ამ გუნდთან ერთად მოღვაწეობის გაგრძელება, ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენი ქმედება იქნება ქალაქ თბილისის მოსახლეობაზე გათვლილი“, – განაცხადა ბენდელიანმა.

რაც შეეხება კონკრეტულად სამარშრუტო ტაქსებს და მათთან დაკავშირებულ ტენდერებს, როგორც ბედნელიანმა აღნიშნა, ხელშეკრულებების გადახედვა იგეგმება.

„როგორც სამარშრუტო ტაქსებზე, ასევე ნებისმიერ სხვა პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს ხელშეკრულებების გადახედვა. გადახედვის და გაცნობის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტული მიმართულებები, რა შეიცვლება. თუმცა, ყველა მოქმედება იქნება მოსახლეობაზე და თბილისის კეთილდღეობაზე მორგებული“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g