LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარშუტო მძღოლების გაფიცვა ბაღდათში და მძოლებს შორის მომხდარი დაპირისპირება

104

ბაღდათში სამარშუტო მძღოლების მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღვეთით ორ წლამდე ვადით.

ინციდენტი დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაფიცვის დროს ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ხაზის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამასთან, ხვალიდან გაფიცვა შეწყდება და მძღოლები მუშაობას გააგრძელებენ. როგორც ბაღდათში მიკროავტობუსების მფლობელი სააქციო საზოგადოება “ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს” დირექტორმა დავით კიკნაველიძემ განაცხადა, კონფლიქტი ამოწურულია და მძღოლები მუშაობას 23 იანვიდან გააგრძელებენ.

ბაღდათის სოფლებისკენ მიმავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დღეს დილიდან გაიფიცა. გაფიცვის მიზეზი არეული გრაფიკი იყო, რა დროსაც მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g