LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

70

სამართალდამცავებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით,  ორი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ .. „კანონიერი ქურდებთანდა მათი დავალებით მოქმედებდნენ,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება  დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,  ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g