LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამართლიანობის ლიგის“ ახალმა ტრეილერმა „იუთუბზე“ 14 მილიონი ნახვა მოაგროვა

61

ფილმის „სამართლიანობის ლიგა“ ახალმა ტრეილერმა, რომელიც ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ორ დღეში 14 მილიონი ნახვა მოაგროვა. ვიდეო YouTube-ზე 25 მარტს გამოქვეყნდა და ამ დროისთვის ის 14,5 მილიონამდე ადამიანმა ნახა.

ფილმი სუპერგმირების გუნდზე მოგვითხრობს, რომელთა შემადგენლობაში სუპერმენი, საოცრება-ქალი, ბეტმენი, აქვამენი და ფლეში შედიან.

„სამართლიანობის ლიგაში“ ჰენრი კავილი, ბენ აფლეკი, გალ გადოტი, ეზრა მილერი, ჯეისონ მომოა, ემბერ ჰერდი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ. ფილმის რეჟისორი ზაკ სნაიდერია.

კინოგაქირავებაში ფილმი ნოემბერში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები