ესპანური მედიის ცნობით, ჟერარ პიკე და კლარა ჩია მარტი თითქმის სამ წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ მედიისთვის უცნობ, წითურთმიან ქალბატონთან ერთად საკმაოდ ინტიმურ ვითარებაში გადაიღეს.
კარმა რეალურად მუშაობს – ჟერარ პიკე და კლარა ჩია მარტი ერთმანეთს დაშორდნენ
ყოველივე ამის ფონზე, შაკირამ „ინსტაგრამზე“ კონცერტიდან შთამბეჭდავი კადრები გააზიარა, რომლებშიც მას ჭრელი კაბა ამშვენებს და ენერგიულად ცეკვავს.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა პიკესა და კლარა ჩიას განშორების ამბავი და შესაბამისად, არც ის ვიცით, ეს შაკირას პირველი რეაქციაა თუ არა ექს-მეუღლისა და მისი მეგობარი გოგოს განშორებაზე, თუმცა, ინტერნეტში უკვე არაერთი კომენტარი იწერება.
„სამართლის აღსრულების ცეკვა“, „ალბათ შაკირა როგორი ბედნიერია“, „ველით შაკირას პირველ კომენტარს“, „ველით შაკირას ახალ სიმღერას“, „სამართალი აღდგა“, – არ წყდება კომენტარებში.
ცნობისთვის, პიკესა და კლარას რომანი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ჟერარი შაკირასთან ერთად ცხოვრობდა. სკანდალური განშორების შემდეგ, შაკირამ არაერთი სიმღერა გამოუშვა, რომელშიც სწორედ აღნიშნულ ფაქტზე მღერის.