სამაშველო ეკიპაჟებმა გასული კვირის განმავლობაში, ცხრა მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინეს. ამჯერად, მაშველების დახმარება, ონავრობისა და ცნობისმოყვარეობის წყალობით, უფრო მეტად კატებს დასჭირდათ – ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა და უვნებელი ცხოველები ბინადრობის არეალს დაუბრუნდნენ.
მაშველებმა გადაარჩინეს: ↘
✔ წიწამურის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აივნის სახურავზე ასული კატა
✔ მაღალი ძაბვის ჯიხურში შემძვრალი კნუტი
✔ უნივერსიტეტის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ვერანდის სახურავზე ასული კატა
✔ თბილისის ზღვის პლაზას მიმდებარედ ჭაში ჩავარდნილი ძაღლი
✔ ბახტრიონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის კონსტრუქციაში გაჭედილი კატა
✔ ცოტნე დადიანის ქუჩაზე 4-5 მეტრის სიმაღლის ხეზე ასული კატა
✔ კერძო ტერიტორიაზე ჭაში ჩავარდნილი ლეკვი
✔ ვარდების ბაღში 9-10 მეტრის სიმაღლის ხეზე ასული კატა
✔ ბარაკონის ქუჩაზე კერძო ტერიტორიაზე თხრილში ჩავარდნილი ძაღლი