LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება“ – კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების საკითხებს დაარეგულირებს

130
კახა კალაძე მიუსაფარ ცხოველებზე

„შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ, აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით კი, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა:

ბითაძის თქმით, ახალ კანონპროექტზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება: „დეკორატიული ცხოველის გადაყვანა შესაძლებელი იქნება ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით, ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელია მოკლე საბელი“

„შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს.

მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტური გზებით გეგმავს.

„კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. ამ მიმართულებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მაია ბითაძე: „ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება, დღეს რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება“

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება.

„პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა.

შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები – პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდა

მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, სამომავლოდ კი არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება.

„მობილური ვეტკლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია.

ცხოველების შიდა და გარე ვოლიერები, ლაბორატორიისა და საოპერაციო ბლოკი განახლდება და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით აღიჭურვება. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის.

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას“. – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულალურები