LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: „ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება, დღეს რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება“

454
Untitled design (2)

„ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება, როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები – პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდა

პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე საუბრის დროს, ბითაძემ თქვა, რომ ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის პირველ ივლისს დასრულდება, ამ დრომდე კი როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებულები იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ:

„კანონპროექტზე საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, მათ შორის, დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად.

ეს არის ძალიან კომპლექსური პროექტი, რომლის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის – ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იქნება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან (FAO), რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე როგორც მიუსაფარი ძაღლების მასშტაბური აღრიცხვა დაიწყება.

კანონპროექტის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას და იმ ძალიან მავნე პრაქტიკას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა არსებობს, რომელიც ამ კანონპროექტის თანახმად უნდა გაძლიერდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა მუნიციპალიტეტისთვის ეტაპობრივად 80 მლნ ლარზე მეტი უნდა გამოიყოს.

ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას მნიშვნელოვნად ასწრებს. კანონპროექტის მიხედვით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება და ამ ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამ ვადის შემდგომ, ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი ცხოვრების ციკლის განმავლობაში მოხვდება (ვეტერინარული კლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი და სხვა), ვალდებული იქნება ძაღლის რეგისტრაცია გადაამოწმოს, რაც შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას გააადვილებს, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ არ ვაპირებთ ძაღლის ლეგალურად გამრავლებას, რათა ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია მოხდეს, ჩვენს ცხოველს კასტრაცია-სტერილიზაცია უნდა გავუკეთოთ. გვაქვს გარკვეული დახმარების მექანიზმები, მათ შორის, მიმკედლებლებისთვის, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, გარკვეული პერიოდი სტერილიზაცია-კასტრაციის, ასევე ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა გააგრძელოს.

ჩვენი მთავარი მიზანია, შეიქმნას ჰუმანური სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ ძაღლებთან მიმართებით წლებია არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს. ასევე არის გარკვეული დებულებები, რომელიც არახალია – მოქმედი კანონმდებლობით ცხოველის ალიკაპით ან საბმელის გარეშე ტრანსპორტირება იკრძალება.

ამ კუთხით კანონპროექტში სიახლე გვაქვს, შეზღუდვა მხოლოდ მოკლე საბელამდე რჩება, ხოლო მცირე ზომის ცხოველის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩანთით ან მოკლე, ძაღლის ტრანსპორტირების საშუალებით. კანონპროექტით, ასევე განსაზღვრულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი. კანონპროექტის თანახმად, გვექნება საშუალება, მთავრობამ სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად გარკვეული შეზღუდვა შემოიღოს მათ გამრავლებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ქართული ენდემური ჯიშის ძაღლებს არ შეეხება“, – თქვა მაია ბითაძემ.

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები – პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები