მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – ადმინისტრაციის განცხადებით, გარდაიცვალა სკოლის კურსდამთავრებული გიორგი კევლიშვილი.
„სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს კურსდამთავრებულის, გიორგი კევლიშვილის, გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს“, – წერია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ჩემო საყვარელო ბიჭო, რა დიდი ტკივილი ხარ, არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარ გნახავ“…
„სიტყვები არ მყოფნის, სამძიმარსაც კი ვერ ვამბობ, ისე მტკივა გული“…
„ლამაზო ბიჭო, ნათელი ჰქონდეს შენს სულს“…
„დიდი ტკივილი დაუტოვა ოჯახს“ – საჯაროდ ემშვიდობებიან გიორგი კევლიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები.
