სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა.
პატრიარქის ნათლული კიდევ 721 ბავშვი გახდა.
ნათლობის ცერემონია, პანდემიიდან გამომდინარე, წელს პირველად ღია ცის ქვეშ გაიმართა.
ნათლობის დასრულების შემდეგ ილია მეორემ შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.
„დღეს ვულოცავ ჩემს ნათლულებს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები, თქვენი მშობლები, და – ძმები, სრულიდ საქართველო. კურთხეულ არს მომავალი სახელი უფლისათა, ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი. ჩვენთან არს ღმერთი“,-განაცხადა პატრიარქმა.
როგორც მამა შალვა კეკელიამ აღნიშნა, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ამჟამად ილია მეორეს 40 879 ნათლული ჰყავს.