LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა

64
?????????????????????

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა.

ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა და ნათლულები დალოცა.

„ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, ნათლობას 900 ბავშვისა. ბედნიერი იყავით, გაიხარეთ, ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს მშობლებს, და-ძმებს. ჩვენთან არს ღმერთი!“, – მიმართა ილია მეორემ შეკრებილებს.

საყოველთაო ნათლობის პირველი ღონისძიება 2008 წელს გაიმართა.

საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის.

ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები