LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

194
biZina ivaniSvili

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

აეროპორტიდან მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.

პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

„პატრიარქისთვის წესის აგებაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორისთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.

მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g