LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამედიცინო დახმარებაზე უარი წამებას უთანაბრდება.. ხელისუფლებამ სააკაშვილის სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება უნდა განიხილოს“ – Amnesty International და Human Rights Watch

121
მიხეილ სააკაშვილი

საერთაშორისო ორგანიზაციები Amnesty International და Human Rights Watch მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები მიმართვაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილისთვის შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, შესაძლოა, წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდებოდეს და რომ ეს მის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს.

განცხადების ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის კი განიხილონ სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება:

„პატიმრობაში სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია სამედიცინო დახმარებაზე მიზანმიმართული უარით, წარმოადგენს სიცოცხლის თვითნებურ ჩამორთმევას, რაც საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა.

საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, სამედიცინო ნიშნით განთავისუფლების გათვალისწინებით“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე ყურადღება გამახვილებულია ექსპერტთა ორი დამოუკიდებელი ჯგუფის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები განუვითარდა:

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ერთი ჯგუფის განცხადებით, სააკაშვილს აწუხებს ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც საფრთხე უქმნის მის ჯანმრთელობას და საჭიროებენ ისეთ მკურნალობას, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული დამოუკიდებელი კონსილიუმის აზრით, (მათ 18 თებერვალს მოინახულეს სააკაშვილი) მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა ბოლო ვიზიტის, 2022 წლის 19 დეკემბრის შემდეგ და შესაძლოა, მალე სააკაშვილის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს“, – აღნიშნულია ერთობლივი განცხადებაში.

„მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, სუს-ის აგენტი ხარო, ამის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ, ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს” – თამარ დავარაშვილი

ალასანია სააკაშვილზე: დღეს თავს ცუდად გრძნობდა, საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება

ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა – ოდნავ დავადე ხელი და იკივლა: გიული ალასანია

ხაჭაპურიძე: არ გამოვრიცხავ დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილების მიღებამდე მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში პირადად ნახოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g