LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილზე: დღეს თავს ცუდად გრძნობდა, საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება

140
untitled-design-6-2023-02-23_17-29-30_710970

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის „საჭმელს ვერ ეკარება“.

გიული ალასანია ასევე გამოეხმაურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებას, რომ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების სტადიაზეა. ალასანიას თქმით, „ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო და დამთავრებულიყო, მაგრამ ყველაფერი იწელება“.

„მართალი რომ გითხრათ არ ვიცი, რა მოხდება. ჩვენს რეალობაში ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება..

დღეს თავს ცუდად გრძნობდა, საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, რადგან ვერ ეკარება. იმიტომ კი არა, რომ ეს სპეციალურად კეთდება, უბრალოდ, არ შეუძლია, ადამიანს გულისრევა და უამრავი პრობლემა აქვს, რის გამოც ვერ ღეჭავს, ყველაფერი მოწამვლიდან გამომდინარეობს.

დღეს არ ვიცი, მაგრამ წინა ვიზიტზე დაკლებული იყო. ტემპერატურა წინა დღეებში 38 გრადუსზე ზემოთ ჰქონდა, წონა და ტემპერატურა მუდმივი პრობლემაა. გარედან ძალიან დიდი ინტერესია, „ნიუ იორკ თაიმში“ სტადია გამოქვეყნდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ეხება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g