LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო ჟანგბადის წარმოება იზრდება, ქვეყანაში დეფიციტი არ იქნება – ნათია თურნავა

649
nebulizer

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების გაზრდის ხელშეწყობასა და მარაგების გაზრდაში ჩაერთვება.

როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება 3-ჯერ არის გაზრდილი და დღიურად, 80 ტონას აჭარბებს.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ, რომ არ შეიქმნას ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტი და მინდა, აქვე მოსახლეობა დავარწმუნო, რომ არანაირი პრობლემა სამედიცინო ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ იქნება. დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში, უკვე დავეხმარეთ რამდენიმე ჟანგბადის წარმოებას, რომ თავიანთ პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყვნენ, ახალი დანადგარები დაემონტაჟებინათ, ან მწყობრიდან გამოსული დანადგარები შეეკეთებინათ და სერიოზულად გაეზარდათ ადგილობრივი წარმოება. გარდა ამისა, დავინახეთ რა ამის საჭიროება, ძალიან ოპერატიულად თურქეთში შევიძინეთ 10 ახალი ჟანგბადის დიდი სიმძლავრის გენერატორი, თითო აწარმოებს დღეში 1 ტონა ჟანგბადს. აქედან 2 დანადგარი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. 17 დეკემბერს ველოდებით კიდევ 6 დანადგარს. 3 დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო 3 – თბილისის რესპუბლიკურში. დანარჩენ დანადგარებსაც გადავანაწილებთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით,  საქართველოში სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების საკითხი არის სრულად გადაწყვეტილი და ამჟამად, გაზრდილი მოთხოვნის უკვე 90% ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადით იფარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები