ლონდონში გამართულ სამეფო აღლუმზე, ქეით მიდლტონის ჩაცმულობამ ყველა აალაპარაკა. უელსის პრინცესა ბრწყინავდა „კეტრინ უოლკერის“ ცისფერ კაბაში, რომლის მანჟეტები, საყელო და კანტები თეთრ ფერში იყო გადაწყვეტილი. მოდელის ორიგინალურ ვერსიაში ამ კაბას ბეწვის თეთრი ქუდი ამშვენებს, თუმცა, ქეითმა ის „ჯულიეტ ბოტერილის“ ცისფერ შლაპას შეუხამა.
ანალოგიური ფერის კაბაში იყო გამოწყობილი 10 წლის პრინცესა შარლოტაც ღონისძიებას ასევე ესწრებოდა პრინცი უილიამი, რომელიც ოფიციალურ სამოსში იყო გამოწყობილი, ცერემონიალის დაწყებამდე სამეფო ოჯახის წევრები ხალხს ეტლებიდან მიესალმნენ. მოგვიანებით კი ბუკინგემის სასახლის აივანზე გამოჩნდნენ.
ქეით მიდლტონი საზღვაო თემატიკის კაბით შოტლანდიაში ვიზიტისას
ქეით მიდლტონი „ემილია ვიკსტიდის“ ყვითელ კაბაში „ყვავილების ფესტივალზე“
ქეით მიდლტონი ვიქტორია ბექჰემის ულამაზეს ორეულში დაჯილდოების ცერემონიაზე





