LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშები“ მერვე სეზონით დასრულდება

44

„სამეფო კარის თამაშების“ დასასრული მოახლოვდა. გასულ კვირას გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პოპულარული ტელეპროექტის რეჟისორმა, კესი ბლოისმა განაცხადა, რომ მერვე სეზონი ბოლო იქნება სერიალის ისტორიაში.

„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე კიდევ ათ სეზონს გადავიღებდი, მაგრამ დანარჩენები დარწმუნებულები არიან, რომ პროექტისთვის ასე უკეთესი იქნება“, – განაცხადა მან. თუმცა იქვე დაამატა, რომ არსებობს სპინ-ოფის გადაღების იდეაც, მაგრამ ამ ეტაპზე მასზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ავტორები მეშვიდე სეზონზე მუშაობენ. კესის თქმით, მერვე სეზონი ეკრანებზე 2018 წელს გამოვა, თუმცა დაზუსტებით რამდენი სერიისგან იქნება ის შემდგარი, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები