LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონის საფინალო სერია ყველაზე ხანგრძლივი იქნება

20

„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონი ახლა დაიწყო და HBO უკვე ფინალისთვის ემზადება. სწორედ არხზე დაყრდნობით გაჩნდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სეზონის ბოლო სერია, „სამეფო კარის თამაშების“ არსებობის მანძილზე ყველაზე გრძელი იქნება.

საფინალო ეპიზოდის ხანგრძლივობა 69 წუთი იქნება. აქამდე ყველაზე გრძელი მე-4 სეზონის ბოლო სერია – „The Children“ იყო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული სერია ეთერში 26 ივნისს გამოვა, რომლის შემდეგაც მაყურებლები მე-7 და მე-8 სეზონს დაელოდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები